ბსუ-ს სტუდენტური პროექტები

27 იანვარი 2020, 17:41 17510 ნახვა

ბსუ-ს სტუდენტური პროექტები

#კონტაქტი
ტრადიციულად ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ უმაღლესი ან პროფესიული განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს ეთმობა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული პროექტების კონკურსი დასრულდა. წარმოდგენილი ცამეტი პროექტიდან დაფინანსება ექვსმა მოიპოვა.
დღევანდელ გადაცემაში სტუდენტური პროექტების კონკურსის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი მერაბ დიასამიძე,
სტუდენტური პროექტების კონკურსის სამი გამარჯვებული პროექტის ავტორები : ნესტან ვარშანიძე, ნინიკო კოსოლიძე და რუსუდან ფარტენაძე.