მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი "შენი იდეა ბათუმს"

19 სექტემბერი 2019, 17:06 17872 ნახვა

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი "შენი იდეა ბათუმს"

ექსპერტები თანხმდებიან და გამოცდილება ცხადყოფს, რომ კარგი მმართველობის განხორციელების ერთ-ერთ ინოვაციურ მოდელს ბევრ სხვა ასპექტთან ერთად მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი წარმოადგენს
ამ პროცესის მიზანია უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალურად საუკეთესო გადაწყვეტილების შემუშავება და დასახული ამოცანების ეფექტურად განხორციელება.
წელს ბათუმელებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა ქალაქის ხვალინდელი დღის დაგეგმვასა და ბიუჯეტის მიზნობრივ განკარგვაში მიეღოთ მონაწილეობა. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს და შემდგომ ხმის მიცემის გზით გამოავლინეს გამარჯვებული იდეები,
მალე დაიწყება იდეების მიღება 2020 წლისთვის. პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI ) მხარდაჭერით.
დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნინო ჩხაიძე