ტურიზმის მდგრადი განვითარების პერსპექტივები დიდი მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენებით

26 ნოემბერი 2021, 17:17 901 ნახვა

ტურიზმის მდგრადი განვითარების პერსპექტივები დიდი მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენებით

პარასკევობით "კონტაქტი" ტურიზმს ეთმობა

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს სლოვენიაში პროექტის "ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის" დასკვნითი ღონისძიება- მაღალი რანგის ფორუმი: „ტურიზმი, დიგიტალიზაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“ გაიმართა. .

ღონისძიების მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო კვლევის შედეგები, რომელიც ეხება ტურიზმის მდგრადი განვითარების პერსპექტივებს დიდი მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენებით

ფორუმზე ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასების ევროპული მოდელის პილოტაჟზე ისაუბრეს, რომელიც ევროკომისიის დაფინანსებით საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ინერგება. პროექტის აჭარაში დანერგვას  ტურიზმის ინსტიტუტი ახორციელებს.

სწორედ ამ თემას დაეთმო დღევანდელი გადაცემა "კონტაქტის|" სტუმარი იყო ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი