21 ივლისი 2019, 12:20 25978 ნახვა

„ზამთარი გადატანილია“ გურამ წიბახაშვილის გამოფენა ბათუმში

„ზამთარი გადატანილია“ - ბათუმში, გურამ  წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა.  ამავე სახელწოდების  ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები 250-მდე ფოტოს, ამ ფოტოების  ისტორიებსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს.  გამოფენისა და წიგნის სათაურს ავტორი თავადვე ხსნის წიგნში მოყოლილი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ისტორიით:„ტყუილი ქვეყანა იშლებოდა.

გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო.  გურამ წიბახაშვილი დროში მოგზაურობს და თავის ფოტოებში საქართველოს ისტორიის   გარდამტეხ მონაკვეთს აღწერს.  წიგნი და გამოფენა 1987-1995 წლების საქართველოს ისტორიის ერთდროულად ვიზუალური და ტექსტუალური ფორმატებით გაცოცხლების, გააზრებისა და შეჯამების საშუალებას იძლევა.

1990-იანი წლების ისტორიებს წიგნში თავმოყრილი ამბების გმირები ცოცხლად იმ ფილმში ჰყვებიან, რომელიც   სტუდია - "Film Asylum“-მა მოამზადა. ფილმი ექსპოზიციის ნაწილად იქცა და მისი ნახვის საშუალება გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს აქვთ. გამოფენა ბათუმის თიბისი გალერეაში  20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.