აკვაკულტურა და გამოწვევები

03 ივლისი 2019, 19:20 18621 ნახვა

აკვაკულტურა და გამოწვევები

ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი" სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ერთმა ადამიანმა წელიწადში საშუალოდ 23 კილოგრამი თევზი უნდა მიირთვას, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა მოხმარებული თევზის რაოდენობით მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ჩამორჩება. კვების რაციონში თევზეულის სიმწირეს მისი სიმცირე, სიძვირე და მოსახლეობის დაბალი მყიდველუნარიანობა განაპირობებს.

ექსპერტების აზრით, მტკნარი წყლების თევზსაშენების სიმრავლის მიუხედავად დარგი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ქაოტურად ვითარდება, ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა ხშირად იცვლება, ბევრი აკვა-ფერმა პერმანენტულად იხსნება და იხურება.

რა გამოწვევის წინაშეა აკვაკულტურა -ამაზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ.

 

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე.

ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა ფერმერი ფრიდონ ბოლქვაძე ქედის მუნიციპალიტეტიდან