მუზეუმის კვირეული, ახალი პროექტები, ახალი ხედვები

13 მაისი 2019, 13:07 18033 ნახვა

მუზეუმის კვირეული, ახალი პროექტები, ახალი ხედვები

ტრადიციულად ყოველ ორშაბათს „კონტაქტში“ განათლების საკითხებზე ვსაუბრობთ. 
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. დღეიდან აჭარაში დაიწყო მუზეუმის კვირეული, რომელიც ძალიან საინტერესო აქტივობებს გააერთიანებს. დღევანდელი გადაცემის თემა იყო მუზეუმები, საგანმანათლებლო პროგრამები ახალი პროექტები, ხედვები და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 
ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგანმანათლებლო და შემეცნებითი განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ფუტკარაძე და აჭარის მუზეუმის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხემძღვანელი თეკლა კეკელიძე. ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და მონაწილეობს “შემოქმედებითი საქართველოსა” და ისთ ანგლიის უნივერსიტეტის პროექტ "რე-კონცეფცია ბუთქემფში", რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობით შემუშავდეს სახელმწიფო მუზეუმების განვითარების გეგმა.ამ მუზეუმებს შორის ბათუმის რელიგიის მუზეუმიცაა.