08 იანვარი 2019, 20:00 19310 ნახვა

#კონტაქტი თემები, რომლებზეც ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტში“ვსაუბრობდით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. მიმდინარე წელსაც ოთხშაბათობით სოფელი იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. როგორია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი , რამდენი პროგრამისა და ქვეპროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული-ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ დღევანდელი, 9 იანვრის გადაცემის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე.