„დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“

16 იანვარი 2023, 17:14 6207 ნახვა

„დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“

# „კონტაქტი“

ორშაბათობით "კონტაქტში" განათლებაზე ვსაუბრობთ. ვეხებით ისეთ თემებს , რომლებიც ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს ასახავს.

საქართველოში პროფესიული განათლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხუთწლიან პროგრამას „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ახორციელებს. დეკემბერში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი „კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის“. ასევე მიმდინარეობს განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამაზე „გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად“.

დღევანდელი, 16 იანვრის გადაცემის სტუმრები იყვნენ : ირინა წეროძე,USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი და ცოტნე იაშვილი , პროფესიული პროგრამების შემუშავების კომპონენტის ხელმძღვანელი.