04 მარტი 2018, 20:00 9178 ნახვა

მებაღეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. სწორედ ახლა ეყრება საფუძველი მომავალი ბაღების ავკარგიანობას. რა აუცილებელი აგრონომიული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბაღში, რომ მცენარეთა ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ და უხვი მოსავალიც მივიღოთ, ამ საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მეცნიერ თანამშრომელი - ქეთინო სიხარულიძე საუბრობს.