მუშაობა სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით

05 დეკემბერი 2022, 16:31 6610 ნახვა

მუშაობა სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით

სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასთან და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

ევროკავშირისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით.

გადაცემაში დასმულ კითხვებზე გვპასუხობს -  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი- ალვერდ ჩანქსელიანი.