26 სექტემბერი 2017, 20:00 2151 ნახვა

როგორია რეგიონული მედია გენდერულ ჭრილში. თვითმმართველობის არჩევნებამდე 24 დღე დარჩა. თემას ყველა მედიასაშუალება, მათ შორის რეგიონში მოქმედი, ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს. როგორია წინასაარჩევნო მედიაგარემო აჭარაში; შეიცვალა თუ არა რამე გაშუქების მხრივ, თუნდაც წინა არჩევნების შემდეგ; ქალთა ჩართულობა საარჩევნო სიებში და ზოგიერთი პარტიის დამოკიდებულება კვოტირების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით; რას ვაკეთებთ ჩვენ, ჟურნალისტები ქალების წარმოსაჩენად, რამდენად სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება; რა არის რეგიონში მცხოვრები (ქალაქად, სოფლად) ქალების მთავარი საჭიროებები. ამ და სხვა კითხვებს თამილა დოლიძეს საავტორო გადაცემაში „ქალი და არჩევნები“ სტუმრებმა ირინე წუწუნავამ - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების რეპორტიორმა, სულხან მესხიძემ - ტელეარხი-25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ბაჩო გურაბანიძემ გადაცემის „დილის ტალღა“ ხელმძღვანელმა უპასუხეს. გადაცემა აშშ განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს IFES-ის, USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. ხმის ოპერატორები: თეკლა მჭედლიძე და გიორგი ფირცხალაიშვილი.