დილის რადიო

03 ნოემბერი 2025, 10:18 40 ნახვა

დილის რადიო

3 ნოემბერი ორშაბათი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება . გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ 

3 ნოემბრით დათარიღებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ

#დაბალი სპორტული შედეგებით დაწყებული კარიერა მისთვის დანებების მიზეზი არ გამხდარა. დღეს , 22 წლის ასაკში დავით მსხალაძე დიდებში ორგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის გამარჯვებულია. ახალგაზრდა სპორტსმენის შემდეგი გამოწვევა კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს ჩემპიონობაა ,რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება. #დავით მსხალაძე - სეო წილოსანის რუბრიკაში ''ჩემპიონების გზა'' 

#დღეს, 3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში გაიმართება მგალობელ-მომღერალთა ანსამბლის „სათანაო“ კონცერტი „მაშ, გამარჯვება ტკბილო სამშობლო“.

#დილის რადიოს სტუმრები: ეკა შოშიაშვილი და ნინო გიორგობიანი-ანსამბლ „სათანაოს“ წევრები

#ქართული მარკეტინგის რეალობა - რა მდგომარეობა გვაქვს გლობალურ ჭრილში? -ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’ #რუბრიკის სტუმარი: ალექსანდრე ჩომახიძე-ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი;

#დღეს მოვისმენთ ბათუმზე შექმნილი ერთი სიმღერის ისტორიას  #ლექსის ავტორია ბათუმელი პოეტი ჯემალ ქათამაძე , კომპოზიტორი გახლავთ ჯემალ სეფიაშვილი , .ასრულებენ ჯემალ სეფიაშვილი და მედეა ძიძიგური

#არაფორმალური განათლების ხელშეწყობა # ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის აქტივობები

#დილის რადიოს სტუმრები: მაია ქათამაძე - ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი და სალომე ერაგია-კარიერის კონსულტანტი 

#ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება, ამჯერად ბუდაპეშტში გამართულ არტ-დუოს მე-20 საერთაშორისოკონკურს- ფესტივალზე

#დილის რადიოს სტუმრები: ნიკოლოზ დევაძე-არტ-დუოს მე-20 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვოკალის მიმართულებით, ნინო მაჭარაძე -ნიკოლოზის ფორტეპიანოს პედაგოგი, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე და კონცერტმაისტერი -მზევინარ ჯიჯავაძე

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან