დილის რადიო
3 ნოემბერი ორშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება . გადაცემის ანონსი
ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
3 ნოემბრით დათარიღებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ
#დაბალი სპორტული შედეგებით დაწყებული კარიერა მისთვის დანებების მიზეზი არ გამხდარა. დღეს , 22 წლის ასაკში დავით მსხალაძე დიდებში ორგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის გამარჯვებულია. ახალგაზრდა სპორტსმენის შემდეგი გამოწვევა კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს ჩემპიონობაა ,რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება. #დავით მსხალაძე - სეო წილოსანის რუბრიკაში ''ჩემპიონების გზა''
#დღეს, 3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში გაიმართება მგალობელ-მომღერალთა ანსამბლის „სათანაო“ კონცერტი „მაშ, გამარჯვება ტკბილო სამშობლო“.
#დილის რადიოს სტუმრები: ეკა შოშიაშვილი და ნინო გიორგობიანი-ანსამბლ „სათანაოს“ წევრები
#ქართული მარკეტინგის რეალობა - რა მდგომარეობა გვაქვს გლობალურ ჭრილში? -ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’ #რუბრიკის სტუმარი: ალექსანდრე ჩომახიძე-ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი;
#დღეს მოვისმენთ ბათუმზე შექმნილი ერთი სიმღერის ისტორიას #ლექსის ავტორია ბათუმელი პოეტი ჯემალ ქათამაძე , კომპოზიტორი გახლავთ ჯემალ სეფიაშვილი , .ასრულებენ ჯემალ სეფიაშვილი და მედეა ძიძიგური
#არაფორმალური განათლების ხელშეწყობა # ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის აქტივობები
#დილის რადიოს სტუმრები: მაია ქათამაძე - ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი და სალომე ერაგია-კარიერის კონსულტანტი
#ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება, ამჯერად ბუდაპეშტში გამართულ არტ-დუოს მე-20 საერთაშორისოკონკურს- ფესტივალზე
#დილის რადიოს სტუმრები: ნიკოლოზ დევაძე-არტ-დუოს მე-20 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვოკალის მიმართულებით, ნინო მაჭარაძე -ნიკოლოზის ფორტეპიანოს პედაგოგი, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე და კონცერტმაისტერი -მზევინარ ჯიჯავაძე
ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან