დილის რადიო
22 ივლისი სამშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება - და გადაცემის ანონსი.
ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტენაძე გაგვაცნობს
# დღეს ტვინის მსოფლიო დღეა . ამ დღის მიზანია ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი ორგანოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა #1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ქართველმა პოეტმა, მთარგმნელმა და ესეისტმა პაოლო იაშვილმა. ის იყო ქართველ მწერალთაგან პირველი, ვინც საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა ,ამ გასროლის ხმა კი მთელ იმპერიაში გაისმა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პროტესტი.
რუბრიკა „აჭარის რადიოს ოქროს ფონდი“ დღეს ეთმობა ჩანაწერს, რომელიც 1978 წელსაა გაკეთებული .პაოლო იაშვილის ლექსს „ერთი კვირა“ კითხულობს მსახიობი ამირან ტაკიძე.
22 ივლისით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტების შესახებაც მოგიყვებით
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#სალომე ბეჟანიძის რუბრიკაში "მარსელ პრუსტის კითხვარი", დღეს შეხვდებით გია დიასამიძეს, რეჟისორსა და მუსიკოსს, ადამიანს, რომლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ხელოვნება, მისი გამორჩეული მახასიათებელი შრომისმოყვარეობაა, ცხოვრობს საყვარელი პროფესიით და დაუღალავად აკეთებს იმ საქმეს, რომელიც უყვარს, წერს მუსიკას, სცენარს, პიესებს.. მისი ცხოვრებისეული დევიზია " შრომა, შრომა და შრომა"
#ბენი გუდმენის და მისი ორკესტრის კონცერტი, რომელიც ნიუ იორკის კარნეგი ჰოლში გაიმართა 1938 წელს და რომელმაც ჯაზის ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა-ამ თემას ეთმობა გიორგი_ლორიას რუბრიკა „Art-ფაილი“
#ზაფხული და მენტალური ჯანმრთელობა
#დილის რადიოს სტუმარი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. ბსუ-ს ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ქათამაძე
სპორტის სიახლეებს სეო წილოსანი გაგვაცნობს
ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება