დილის რადიო
25 ივლისი პარასკევი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება , გადაცემის ანონსი
უტყუარ ინფორმაციას ამინდის შესახებ კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
#25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა დღეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაარსებიდან ას მეექვსე წელს აღნიშნავს. #25 ივლისი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დავით კეზელის დაბადების დღეა..#დღეს 96 წელი შესრულდა ქართველი კომპოზიტორის , პოეტისა და მომღერლის ინოლა გურგულიას დაბადებიდან. რუბრიკაში „კინომუსიკა“ ვისაუბრებთ ინოლა გურგულიას მუსიკაზე -ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ #25 ივლისით დათარიღებულ სხვა საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი "ზე-კართან" წელს მეცამეტედ გაიმართება #დილის_რადიოს სტუმარი: ვახტანგ ბერიძე - ფესტივალის იდეის ავტორი და დირექტორი 1
#ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში “მოკლე ისტორიები” დიზაინერ მარიამ კეკელიძეს შეხვდებით
#ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი 88-ე თეატრალურ სეზონს ხურავს, მაგრამ შემოქმედებითი ზაფხული გრძელდება
#დილის რადიოს სტუმარი: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოადგილე იმედა თავდგირიძე
სპორტის სიახლეები სეოსთან ერთად
გადაცემის მიწურულს ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება