დილის რადიო

15 ივლისი 2025, 10:14 179 ნახვა

დილის რადიო

 15 ივლისი სამშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება - და გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტენაძე გაგვაცნობს 

#15 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ვლაქერნობას-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის (კვართის) ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ამჟამად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი — ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში ინახება, #15 ივლისი მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღეა #დღეს ამერიკელი ვირტუოზი გიტარისტის, პედაგოგის, კომპოზიტორის, პროდიუსერისა და სიმღერების ავტორის ჯოზეფ ჯო სატრიანის დაბადების დღეა. #15 ივლისით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზეც ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება ბათუმი 18-20 ივლისს ქვიშის ფეხბურთში ევროპის A დივიზიონს უმასპინძლებს,სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრებიც. ასევე სიახლეებია ჩვენი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში. როგორ ემზადება საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის A დივიზიონისთვის ?

#დილის რადიოს სტუმრები: ზურაბ მჭედლიძე - საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კახი თოდაძე - საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი

#დღეს სამშაბათია და ტრადივიულად დილის რადიოს ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“

#რუბრიკის სტუმარია საგანმანათლებლო ცენტრ „უნი ბათუმის“ ხელმძღვანელი, ვინქსის თანადამფუძნებელი , ლექტორი თენგო დოლიძე , რომელიც თავისი ცხოვრების მთავარ მიზნად მუდმივ ტრანსფორმაციას, ცვლილებებს და გამბედაობას ასახელებს. მტკიცედ იცავს შეხედულებას იმის შესახებ, რომ აწმყო გარანტირებული მოცემულობაა, რომელიც ბედნიერი მომენტებით უნდა დავხუნძლოთ. განვლილი და მომავალი წლების გალამაზებას ლიტერატურის სიყვარულით, პოეზიით ახერხებს. მისთვის კვირის ყოველი დღის დევიზია ,,დღეს ჩემი დღეა”

#ტანგო, გრძნობა, რომელიც უნდა იცეკვო. ტანგოს გლობალიზებას ეთმობა გიორგი_ლორიას რუბრიკა „Art-ფაილი“ 

#დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ,მხატვარ გურამ გუჯაბიძის სიუბილეო გამოფენა გაიხსნება დილის რადიოს სტუმრები : გურამ გუჯაბიძე -აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი მხატვარ რესტავრატორი და რატი ჩიბურდანიძე -ხელოვნებათმცოდნე~

#საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი "მუსიკა ბათუმიდან" წელს მესამედ გაიმართება. #დილის რადიოს სტუმრები: ფესტივალის მონაწილეები- კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი და პედაგოგი ვაჟა ტუღუში და ექიმი და მუსიკოსი ირინე ხინიკაძე 

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება