დილის რადიო

13 მაისი 2025, 10:23 447 ნახვა

დილის რადიო

13 მაისი სამშაბათი 2025 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფატენაძისგან გავიგებთ 

#დღეს 44 წელი გავიდა , ქართული ფეხბურთის დიდგორიდან, როგორც მას ხშირად უწოდებენ , 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა,. #დღეს კოქტეილის მსოფლიო დღე აღინიშნება. #25 გზის პრემია გრემის ლაურეატი, ამერიკელი სოულ მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი, მუსიკალური პროდიუსერი და საზოგადო მოღვაწე სტივი უანდერი დღეს იუბილარია. მას 75 წელი შეუსრულდა .# 13 მაისით დათარიღებული სხვა საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით 

სპორტის სიახლეებით სტუდიაში სეო წილოსანი შემოგვიერთდება

#სალომე ბეჟანიძის რუბრიკაში „მარსელ პრუსტის კითხვარი“ დღეს შეხვდებით იურისტ სალომე იაკობაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანი თვითონ ქმნის ბედნიერებას

გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“ დღეს ჯონ პატიტუჩის ბრწყინვალე რელიზს დაეთმობა (ბაზაშია, პერედაჩებში პაპკაში გიორგი ლორიას „არტფაილი“ აწერია

რუბრიკაში „ოქროს ფონდი“ დღეს პოეტ მორის ფოცხიშვილს გავიხსენებთ

რუბრიკაში „მუზეუმი“ - დღეს თანამედროვე ქანდაკებების შესახებ მოგიყვებით

#მაესტრო თამაზ ცერიაშვილი იუბილარია #დღეს ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონი თამაზის 70 წლის აღსანიშნავად კონცერტი -გამოფენა გაიმართება. #დილის რადიოს სტუმრები : ეთერ ხალვაში,ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძე და ირაკლი ჯინჭარაძე-საოპერო მომღერლები,მაესტრო თამაზ ცერიაშვილის აღზრდილები

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება