კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

10 მარტი 2025, 09:48 1536 ნახვა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში

თელავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით მედია ტრენინგი გაიმართა, მთავარი თემა კი ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შემცირება საქართველოში" იყო.

გლობალური ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე სტიქიური მოვლენები ხშირ შემთხვევაში კატასტროფულ ხასიათს იძენს, შედეგად კი იწვევს ადამიანურ თუ მატერიალურ დანაკარგს. სწორედ ამის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია კატასროფის მართვის ირგვლივ ძირითადი ცოდნის შეძენა.

შეხვედრის მთავარ თემას განვიხილავ დღეს გადაცემაში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფების რისკის შემცირებაზე საუბრობს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - არჩილ მაღალაშვილი.