წითელი წიგნი - მისი მნიშვნელობა და დადებითი მხარეები.

24 თებერვალი 2025, 20:55 2084 ნახვა

წითელი წიგნი - მისი მნიშვნელობა და დადებითი მხარეები.

რატომ შეიქმნა და რა არის წითელი წიგნი, მისი აუცილებლობა და დაცვა, ამ ყველაფერზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი საუბრობს გადაცემაში.

დიდი ხანია, რაც გაჩნდა პრობლემა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაში, ირღვევა მილიონობით წლების განმავლობაში ურთიერთშეკავშირებული ეკოლოგიური თანაფარდობა, ამიტომაც გარემოს დაცვის თემა უფრო აქტუალური და ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გლობალური პრობლემა გახდა.

 მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა იდეა შეექმნათ ისეთი წიგნი, რომელშიც შეტანილი იქნებოდა ბუნების ისეთი ქმნილებები, რომელთაც გაქრობა და გადაშენება ემუქრებოდათ 1949 წელს დაიწყო ინფორმაციის შეგროვება მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების შესახებ და 1966 წელს უკვე მზად იყო პირველი გამოცემები ფრინველებისა და ძუძუმწოვრების იშვიათ სახეობებზე. ამ წიგნსწითელი წიგნიუწოდეს.

საქართველოსწითელი წიგნი” 1982 წელს გამოიცა. ის იყოფა სამ ნაწილად, მისი I ნაწილი შედგება ცხოველებისაგან, II ნაწილი მცენარეებისაგან, ხოლო III ნაწილი არაორგანული ბუნების ძეგლებისაგან.