წინასაახალწლო რეგულაციები ნაძვის ხეებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე ჯარიმა იზრდება, თუმცა მისი მოყვანა შეგიძლიათ - სანერგეებში, პლანტაციებში და საკარმიდამო ნაკვეთებში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს დევიზი წელსაც უცვლელია ,,მადლობა რომ არ ჭრი ნაძვს“ ახალი რეგულაციებისა და კამპანიის შესახებ დასმულ კითხვებზე მპასუხობს - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის სამსახურის უფროსი - გიორგი ხაბეიშვილი.