#კონტაქტი

02 დეკემბერი 2024, 18:08 1283 ნახვა

#კონტაქტი

# „კონტაქტში“ არაერთხელ გვისაუბრია ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე , ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე ,იმ სიკეთეებზე, რაც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო.

ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

როგორია ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლების მოსაზრებები , რომლებიც მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობენ - დღევანდელი, 2 დეკემბრის გადაცემაში ისაუბრეს საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომა" ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა-ნევროლოგმა ნათია ხარატმა და სარეაბილიტაციო ცენტრის „ჩვენი ბავშვები „ დირექტორმა , ფსიქოლოგმა ქეთევან გოგიტიძემ.