#წლის მენეჯერი კულტურის სფეროში #წლის მუზეუმელი

12 დეკემბერი 2022, 17:11 10516 ნახვა

#წლის მენეჯერი კულტურის სფეროში #წლის მუზეუმელი

წელს პირველად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის გზით შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობით გამორჩეული ოცი წარმატებული ადამიანი გამოავლინა და სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა. გამარჯვებულებს სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - ბრინჯაოს ქანდაკება „ოვაცია“ და ფულადი ჯილდო გადაეცა. ნომინაციაში „წლის მენეჯერი კულტურის სფეროში“ გამარჯვებულად აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე დასახელდა.

„წლის მუზეუმელი“ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი გურამ ჩხატარაშვილი გახდა. დღევანდელი, 12 დეკემბრის „კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ თეონა ზოიძე და გურამ ჩხატარაშვილი.