დილის რადიო

16 ივლისი 2024, 10:54 398 ნახვა

დილის რადიო

16 ივლისი , 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი

16 ივლისით დათარიღებული მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მოგიყვებით

რუბრიკა „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ავთანდილ მახარაძეს ეთმობა, ცნობილ ქართველ მსახიობს, რომელმაც ათეულობით დასამახსოვრებელი სახე შექმნა კინოფილმებსა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში. დღეს მას 81 წელი შეუსრულდა . დღეს შემოგთავაზებთ 1987 წელს ბათუმში ჩაწერილი საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს ფრაგმენტებს 

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა ძიუდოისტებმა. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში - ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ჩატარდა. ვახტანგ ზოიძის შეგირდებმა საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი მოიპოვეს.

#დილის რადიოს სტუმრები ვახტანგ ზოიძე - აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრია გენძეხაძე და დაჩი შერიფაძე - საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონები

#დღეს სამშაბათია და ტრადივიულად დილის რადიოს ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“

#რუბრიკის სტუმარი: ფატი ხალვაში-პოლიტიკოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერულო თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, საჯარო მმართველობის დოქტორი,

#ბანაკი „ლიტერატურული ჰაბი“

#დილის რადიოს სტუმარი: მარიამ სალუქვაძე- ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი

#„კერამიკის ალქიმია“

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი

#დილის რადიოს სტუმარი ლია კასპელაშვილი- მხატვარი, კერამიკის დიზაინერი, აჭარის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი, არტ სტუდია და სოციალური საწარმო „ანდამატის“ დამფუძნებელი

#მულატუ ასტატკეს ეთიოპიური ჯაზი . გადავხედოთ ეთიოპიას და აღმოვაჩინოთ დიდი მუსიკოსი - ამ თემაზეა დღეს გიორგი_ლორიას რუბრიკა „Art-ფაილი“

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი