დილის რადიო

26 თებერვალი 2024, 10:53 877 ნახვა

დილის რადიო

26 თებერვალი , 2024 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება - და გადაცემის ანონსი.

ამინდის პროგნოზი 

26 თებერვლით არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება, მათ შესახებ ვისაურებთ

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

#მკლავჭიდში 2024 წლის აჭარის ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 200-ზე მეტი მკლავჭიდელი მონაწილეობდა. როგორ ჩაიარა აჭარის პირველობამ , როგორ დაკომპლექტდა აჭარის ნაკრები და როგორია სამომავლო გეგმები ?

დილის რადიოს სტუმარი გოჩა შავაძე აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი

#მობილური ფოტოგრაფია: როგორ გავხდეთ უკეთესი მობილური ფოტოგრაფები-ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘ რუბრიკის სტუმარი: გიორგი ჯანიკაშვილი; მობილური ფოტოგრაფი, მარკეტოლოგი

#როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი გაზაფხულისთვის დილის რადიოს სტუმარი- ლია ჯაში-ენდოკრინოლოგი 

#„გასეირნება“-- ასე ეწოდება გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის ოგიუსტ რენუარის ნამუშევარს, რომელსაც დღეს რუბრიკა „მუზეუმი“ დაეთმობა . 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 ათასი ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული..

#რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს ნოდარ დუმბაძის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ 

სტარტაპერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა

#დილის რადიოს სტუმარი:სალომე მშვენიერაძე-ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების სამსახურის წარმომადგენელი

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება