სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა

12 ივლისი 2023, 17:55 9789 ნახვა

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა

# „კონტაქტი“

„სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"'- ერთ-ერთია იმ პროგრამებიდან , რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს ახორციელებს. პროგრამა მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა "სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა" და „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“.

დღევანდელი, 12 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიების მიზანსა და  დაფინანსების პირობებზე.

საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება 17 ივლისს იწყება.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე. ტელეფონით გვერთვებოდნენ „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ ღონისძიების 2022 წლის ბენეფიციარები :გენადი შავაძე (ხულოს მუნიციპალიტეტი) და დავით გოგიტიძე ( ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).