#ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტები#ქალთა გაძლიერება მუნიციპალიტეტებში

15 სექტემბერი 2022, 17:33 6479 ნახვა

#ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტები#ქალთა გაძლიერება მუნიციპალიტეტებში

# „კონტაქტი“

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს ან პროგრამას ეთმობა.

დღევანდელი, 15 სექტემბრის გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტებზე.„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მარიამ სალუქვაძე.

გადაცემის მეორე ნაწილში პროექტზე ,, ქალთა არაფორმალური სადისკუსიო სივრცეების შექმნა სასოფლო დასახლებებში", რომელსაც ქალთა ოთახების გაერთიანება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით ხულოს, შუახევის , ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში განახორციელებს, პროექტის მობილიზატორმა ია გელაძემ სატელეფონო ჩართვაში ისაუბრა.