კლიმატის ცვლილება საქართველოში და მასთან ადაპტაცია

24 აპრილი 2023, 20:01 6909 ნახვა

კლიმატის ცვლილება საქართველოში და მასთან ადაპტაცია

ბრძოლა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, ნაადრევი გაფრთხილების სისტემა და საქართველო კლიმატის ცვლილების ფონზე - ეს არის ძირითადი შინაარსი დღევანდელი გადაცემის, კითხვებზე კი მპასუხობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი - მაია ცხვარაძე.

მე უკვე ვისაუბრე გასულ გადაცემაში, რომ თელავში ჟურნალისტებისთვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე ,,მედია და კლიმატის ცვლილება“. რომელიც მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების შესახებ  მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმირებულობის ამაღლებას.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის ,,ინტეგრირებული გამჭირვალობის ჩარჩო“ ფარგლებში, ასევე პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მისი აღმასრულებელია რეგიონული გარემოსაცვითი ცენტრი, დაფინანსებას უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი, განხორციელებას - გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა.