ექსტენცია აკვაკულტურაში

29 მარტი 2023, 17:29 7090 ნახვა

ექსტენცია აკვაკულტურაში

# „კონტაქტი

ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლები, აშშ-ის აიდაჰოსა და მისისიპის უნივერსიტეტების პროფესორები, მეთევზეობის სპეციალისტები და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მომავლის ფერმერის” გუნდის წევრები.

ვიზიტის მიზანია, გაუმჯობესდეს აგრარული განათლებისა და ექსტენციის ინსტიტუციონალური კოორდინაცია, და ასევე თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება აჭარის რეგიონის მეთევზე/მეკალმახე ფერმერებისთვის.

დღევანდელი, 29 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ ექსტენციაზე აკვაკულტურაში.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციონისტი, აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელი , მეთევზე-ფერმერი სოფო დიასამიძე.