დაუნის სინდრომი

21 მარტი 2023, 17:29 9477 ნახვა

დაუნის სინდრომი

# „კონტაქტი“

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა და საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმისთვის რომ, შეიქმნას თანასწორი გარემო და ყველას ჰქონდეს საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა.

2023 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.

რა უნდა ვიცოდეთ დაუნის სინდრომზე -ამაზე დღევანდელი, 21 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო გენეტიკოსი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ჟანა ჭითანავა. თბილისიდან ტელეფონით გვერთვებოდა ორგანიზაცია „მზის შვილების“ დამფუძნებელი და დირექტორი ინგა ლოლაძე.