მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამები

09 იანვარი 2023, 17:28 6306 ნახვა

მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამები

# „კონტაქტი“

დღეს 2023 წლის პირველი „კონტაქტია“.

გასულ წელს ,კვირაში ხუთი დღე, „კონტაქტი“ ეთმობოდა საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს.ვსაუბრობდით ამა თუ იმ სფეროში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. გთავაზობდით კომპეტენტური პირების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს . ტრადიციას წელსაც არ დავარღვევთ. განათლება , ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა , სამოქალაქო საზოგადოება, ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა იქნება ის მიმართულებები, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას.

რაც შეეხება დღევანდელი, 9 იანვრის გადაცემას-სულ უფრო მოთხოვნადია მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები , რადგან პრაქტიკამ აჩვენა რომ, ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ.

რომელ მოკლევადიან პროგრამებზეა მიღება აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლასა და კოლეჯში „ახალი ტალღა“ -ამ თემაზე სასაუბროდ „კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვახტანგ ბერიძე და კოლეჯის „ახალი ტალღა“სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი თამარ თედორაძე.