საგაზაფხულო სამუშაოები

01 მარტი 2023, 17:40 4269 ნახვა

საგაზაფხულო სამუშაოები

# „კონტაქტი“

ოთხშაბათობით „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

დღეს 1 მარტია, გაზაფხულის პირველი დღე და მიძინებული ბუნება იწყებს გამოღვიძებას. მართალია, წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ გაზაფხული სოფლად მცხოვრები მეურნე კაცისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა. დღის წესრიგში დგება საგაზაფხულო აგროსამუშაოების დაწყების საკითხი, რადგან სწორედ ახლა ეყრება საფუძველი ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო- სამეურნეო კულტურებით მიღებული მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას.

საგაზაფხულო აგროსამუშაოები იყო დღევანდელი გადაცემის თემა .

რა და როგორი თანმიმდევრობითაა ჩასატარებელი -ამაზე სასაუბროდ „კონტაქტის“ სტუდიაში მოვიწვიეთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ბოლქვაძე.