აგრარული ექსტენცია

10 თებერვალი 2021, 17:09 1370 ნახვა

აგრარული ექსტენცია

უხვი და ხარისხიანი მოსავალის მიღება, შემდგომ კი მისი სწრაფი რეალიზაცია სოფლის მეურნეობით დაკავებული ფერმერების მთავარი მიზანია. თუმცა, ამას ყველა ვერ ახერხებს და ხშირ შემთხვევაში ხელისშემშლელი - ცოდნის სიმწირეა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ფერმერებისა და აგრომეწარმეების საქმიანობის ეფექტურობისა და მდგრადობის ამაღლების მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელსაც განახორციელებს აგრარული ექსტენციის მიწოდების ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში იანვარში სხვადასხვა მიმართულების პოზიციებზე გამარტივებული კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის ორი ეტაპი უკვე დასრულდა და გამარჯვებულები რამდენიმე დღეში გამოვლინდებიან .

ამ და სხვა საკითხებზე დღევანდელი, 10 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.