პროექტები შშმ პირთა უფლებებისთვის

02 თებერვალი 2023, 17:37 10330 ნახვა

პროექტები შშმ პირთა უფლებებისთვის

# „კონტაქტი“

ხუთშაბათობით „კონტაქტი“აქტუალურ პროექტს ან პროგრამას ეთმობა.

პროექტი “სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში”, რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში, აჭარასა და კახეთში არასამთავრობო ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ახორციელებდნენ დასრულდა.პროექტის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესება და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

რამდენად მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა და რა შედეგზეა გათვლილი ახალი პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” , რომელიც 2023-2025 წლებში განხორციელდება, ამაზე დღევანდელი, 2 თებერვლის გადაცემაში არასამთავრობო ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ თომა კაკაბაძემ ისაუბრა.