ორსულობა და სეზონური ვირუსები
ორსულობა ყველა ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი პერიოდია. თუმცა, იმ რეალობაში, როდესაც სეზონური ვირუსები ცირკულირებს და პიკი ჯერ კიდევ წინაა, მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. როგორ უნდა იზრუნონ მომავალმა დედებმა ჯანმრთელობაზე და რა რეკომენდაციები გაითვალისწინონ - ამაზე დღევანდელი, 13 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე.