შშმ პირთა საერთაშორისო დღე

02 დეკემბერი 2022, 17:22 9539 ნახვა

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

# „კონტაქტი“

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს . თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წელს დაწესდა და ამ დღეს ხდება ხაზგასმა იმ სისტემურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

დღევანდელი, 2 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ შშმ პირთა უფლებების რეალიზაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის და საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ რეალობაზე.

გადაცემის სტუმარები იყვნენ: გიორგი ახმეტელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ ხელმძღვანელი და კობა ნადირაძე, შშმ პირთა უფლებების აქტივისტი.