ქალთა მიმართ ძალადობა

28 ნოემბერი 2022, 17:30 4475 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობა

# „კონტაქტი“

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა და ამ დღესვე დაიწყო 16-დღიანი კამპანია, რომელსაც 187 ქვეყანა, მათ შორის საქართველო და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია შეუერთდა.

კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

დღევანდელი, 28 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის არსებულ მექანიზმებზე და საზოგადოების როლზე ქალთა მიმართ ძალადობის მიუღებლობის ჩამოყალიბებაში.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში, ფონდ „იალქანის“ დირექტორი თიკო აბაშიძე

ტელეფონით გვერთვებოდა იურისტი ანა მდინარაძე.