ტრენინგი მუზეუმის გიდებისთვის
# „კონტაქტი“
ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ჩვენი რეგიონისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას - ტურიზმს ეთმობა.
ტურიზმის სექტორში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელთა დახვეწა ამ სფეროს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს გახდის . ერთ-ერთი გამოწვევა გიდების პროფესიული განვითარებაა.
რამდენიმე დღეში დაიწყება აჭარის მუზეუმისა და აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციის ერთობლივი პროექტი „მუზეუმის გიდების გადამზადების ტრენინგი“ . დღევანდელი, 25 ნოემბრის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: თეონა ზოიძე, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი , მაია ფაღავა, აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციის ტრენერი და ირინა სტურუა, აჭარის მუზეუმის ხელოვნების მუზეუმის გიდი.