#ქობულეთის ზაფხულის ფესტივალი #მაჭახელას ეროვნული პარკის საგამოფენო სივრცე

22 ივლისი 2022, 17:10 7137 ნახვა

#ქობულეთის ზაფხულის ფესტივალი #მაჭახელას ეროვნული პარკის საგამოფენო სივრცე

# „კონტაქტი“

ყოველ პარასკევს კონტაქტი ტურიზმის სფეროს ეთმობა.

ქობულეთი ზაფხულის ფესტივალის სამზადისშია, რომელიც ქობულეთის ცენტრალურ პარკში 24 ივლისს გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის გახსნა. ამ თემაზე დღევანდელი, 22 ივლისის გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლელა გოგუაძემ და ქობულეთის ვიცე -მერმა დავით ვერულიძემ ისაუბრეს.

რამდენიმე დღის წინ გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მაჭახელას ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე გაიხსნა.რამდენად დაეხმარება იგი ვიზიტორებს მაჭახელას ხეობის ისტორიისა და კულტურის გაცნობაში -ამ თემაზე დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იყო მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი დინა მახარაძე.