მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა

29 ივნისი 2022, 17:10 12267 ნახვა

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა

# „კონტაქტი“

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

მავნებლებისა და დაავადებებისგან მცენარეთა დაცვის მიზნით სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს იყენებენ . თუმცა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნილების ზრდამ დღის წესრიგში დააყენა მცენარეთა დაცვის აპრობირებული მეთოდის გადახედვა.

დღევანდელი, 29 ივნისის გადაცემაში სოფლის მეურნეობაში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მეთოდის დანერგვის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე და აგრარული განვითარების დეპარტამენტის აგრარული ექსტენციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი გიორგი მახარაძე.