ევროპული მარში

20 ივნისი 2022, 17:10 7281 ნახვა

ევროპული მარში

# „კონტაქტი“

17 ივნისს ევროკომისიამ, გარკვეული პირობებით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის , ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო 23-24 ივნისს ბრიუსელში დანიშნულ სამიტზე მიიღებს.

დღეს საქართველოს ქალაქებში, მათ შორის ბათუმში სამოქალაქო სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების ინიციატივით, მშვიდობიანი მსვლელობა „ევროპული მარში“ გაიმართება.

დღევანდელი, 20 ივნისის გადაცემაში „ევროპული მარშის“ მიზანზე და ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე -ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა თამარ მამეიშვილმა ისაუბრა.