შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე

14 ივნისი 2022, 17:39 7876 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე

# „კონტაქტი“

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 2000 წელს გამოცხადდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ინიციატივით, ბათუმში შშმ პირების მსვლელობა გაიმართა.

დღევანდელი,14 ივნისის გადაცემაში მსვლელობის მიზანზე და შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო დეა ერემაშვილი--შშმ ქალი აქტივისტი , პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” მონაწილე .

ტელეფონით გვერთვებოდა თომა კაკაბაძე -ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე.