რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმის შესახებ
# კონტაქტი
თუ ადრე აუტიზმზე ძირითადად დარგის სპეციალისტები საუბრობდნენ, ამჟამად ეს თემა საზოგადოებისთვის აქტუალურია, რადგან აუტიზმის მქონე ადამიანების რაოდენობა წლიდან-წლამდე მატულობს.
2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა . 2008 წლიდან იგი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში აღინიშნება. ამ თარიღს დღევანდელი, 30 მარტის გადაცემით გამოვეხმაურეთ.
„კონტაქტის „ სტუმარი იყო აბილიტაციის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ინგა ზარანდია.