მონაწილეობითი ბიუჯეტი ქედაში

19 მაისი 2022, 17:15 14451 ნახვა

მონაწილეობითი ბიუჯეტი ქედაში

#კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“აქტუალურ პროგრამას ან პროექტს ეთმობა.

ბოლო წლებში ხშირად საუბრობენ მონაწილეობით ბიუჯეტზე, რაც მონაწილეობითი დემოკრატიის ერთ-ერთი მოდელია და გულისხმობს საბიუჯეტო პრიორიტეტების დადგენაში, პროექტების განხორციელების მონიტორინგსა და შედეგების შეფასებაში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას.

დღევანდელი, 19 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ პროგრამაზე „მონაწილეობითი ბიუჯეტი ქედაში“ , რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ახორციელებს.ამჟამად პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს იდეების რეგისტრაცია და საინფორმაციო კამპანია კარდაკარ, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღა „ ატარებს .

„კონტაქტის“სტუმრები იყვნენ: მუხრან სალაძე, ქედის მუნიციპალიტეტის „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და თამარ გოგიტიძე , არასამთავრობო ორგანიზაციის „განვითარების ტალღა“ დირექტორის მოადგილე.