შრომის უსაფრთხოება

28 აპრილი 2022, 17:21 15227 ნახვა

შრომის უსაფრთხოება

#კონტაქტი

28 აპრილი – შრომის დაცვის მსოფლიო დღეა.

1989 წლის ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში პროფკავშირებმა და დასაქმებულებმა აქციებით პატივი მიაგეს სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებული, დაავადებული და დაღუპული ადამიანების ხსოვნას. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2003 წლის 28 აპრილიდან დაიწყო შრომის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

ამ დღის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება შრომის დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.

2022 წლის შრომის დაცვის მსოფლიო  დღის თემაა : „სოციალური დიალოგის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობა შრომის დაცვის კულტურის ფორმირებაში“

დღევანდელი, 28 აპრილის გადაცემა შრომის უსაფრთხოებას დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი ლევან გურგენიძე.