ისტორიის გაკვეთილები და რეალობა

25 თებერვალი 2022, 17:20 16856 ნახვა

ისტორიის გაკვეთილები და რეალობა

#კონტაქტი

25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მეთერთმეტე წითელმა არმიამ დაიკავა. ქართული ჯარის , სახალხო გვარდიის, იუნკრების და ქართველი ერის თავდადება ფუჭი აღმოჩნდა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა , რასაც მოჰყვა რეპრესიები. 1921 წლის 25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია სამოცდაათი წელი გაგრძელდა.

2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ყოველი წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადების შესახებ.

დღეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა.

ისტორიის გაკვთილების გაანალიზების აუცილებლობაზე და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე - დღევანდელი, 25 თებერვლის გადაცემაში ანალიტიკოსმა ნინო ჩხეტიამ ისაუბრა.