"აჭარის მუზეუმი" და 2022 წლის პრიორიტეტები

18 თებერვალი 2022, 17:05 5056 ნახვა

"აჭარის მუზეუმი" და 2022 წლის პრიორიტეტები

#კონტაქტი

ტრადიციულად ყოველ პარასკევს კონტაქტი ტურიზმის სფეროს გამოწვევებს ეთმობა .

მუზეუმები იმ ტურისტული ობიექტების ჩამონათვალშია, რითაც ვიზიტორები ინტერესდებიან. თუმცა, უკვე დიდი ხანია მუზეუმი არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ ისტორიული წარსულისა და კულტურის ამსახველი მრავალფეროვანი მასალაა თავმოყრილი. მუზეუმები სამეცნიერო ,საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობას ახორციელებენ.

კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად მუზეუმებმა მეტ-ნაკლებას შეძლეს ახალ რეალობაში ადაპტირება და ვიზიტორებთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმის გამონახვა.

რა გამოწვევების წინაშე არიან მუზეუმები და როგორია მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა -ამაზე დღევანდელი, 18 თებერვლის გადაცემაში „აჭარის მუზეუმის“ დირექტორმა თეონა ზოიძემ ისაუბრა . „აჭარის მუზეუმის“ ქოლგის ქვეშ ოთხი მუზეუმი და სამი ფილიალია გაერთიანებული.