ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამები

17 თებერვალი 2022, 17:15 5169 ნახვა

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამები

#კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ პროექტს ეთმობა.

ახალგაზრდობა ქვეყნისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, რათა იყვნენ წარმატებულები საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში .

დღევანდელი, 17 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტებზე, რომლებსაც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 2022 წელს განახორციელებს.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბაიძე.