"საორსა": #მეწარმეობის და ლიდერობის სკოლა #„ციფრული ტრანსფორმაცია“.

27 იანვარი 2022, 17:15 10879 ნახვა

"საორსა": #მეწარმეობის და ლიდერობის სკოლა #„ციფრული ტრანსფორმაცია“.

# კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 27 იანვრის გადაცემაში ვისაუბრეთ მეწარმეობის და ლიდერობის სკოლაზე, რომელიც თებერვლის დასაწყისში გაიხსნება პროექტის ,,მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს , აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 22-45 წლის ქალებისთვის , არასამთავრობო ორგანიზაცია“საორსა“ახორციელებს. ასევე შევეხეთ "საორსას" კურსდამთავრებულთა ასოციაციის ახალ პროექტს „ციფრული ტრანსფორმაცია“.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ლია ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია“ საორსას“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და ლიზა ანთაძე,“ საორსას“ კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ქედის მუნიციპალიტეტიდან ტელეფონით გვერთვებოდა პროექტის ,,მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის“ ერთ-ერთი მონაწილე აზა ბერიძე.