ეპიდვითარება, ვაქცინაცია, 2022 წლის ჯანდაცვის პროგრამები

18 იანვარი 2022, 17:15 2904 ნახვა

ეპიდვითარება, ვაქცინაცია, 2022 წლის ჯანდაცვის პროგრამები

# კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

ორი წელია მსოფლიოს ძალისხმევა გლობალური საფრთხისკენ-კორონავირუსისკენ არის მიპყრობილი და ყველა ქმედება მისი პრევენციისკენ მიმართული.

ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობი ვირუსი სიურპრიზებს ნამდვილად არ გვაკლებს და ახალ-ახალ შტამებს გვთავაზობს.ახლახან “ომიკრონი“ გამოჩნდა . იგი გავრცელების სისწრაფით ხასიათდება.

როგორია ეპიდვითარება აჭარაში, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი , რეგიონის მოსახლეობისთვის ახალ 2022 წელს ჯანდაცვის რა პროგრამებია ხელმისაწვდომი-ამაზე დღევანდელი 18 იანვრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე.