"სტამბოლის ქართული სავანე"

17 იანვარი 2022, 17:28 10199 ნახვა

"სტამბოლის ქართული სავანე"

# კონტაქტი

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სტამბოლის ქართული სავანე ქართული კულტურისა და განათლების უმნიშვნელოვანესი კერა და საქართველოდან ლტოლვილი მოსახლეობის თავშესაფარი იყო , რაზეც მის არქივში დაცული უამრავი უნიკალური მასალა მეტყველებს. სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობის შესწავლას , სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რამდენიმე წელია ახორციელებს ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი .ქართული კულტურული მემკვიდრეობის უცნობი ფაქტები თავმოყრილია წიგნში „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“, რომლის მეორე ტომი 2021 წლის ბოლოს გამოვიდა. წიგნი ეძღვნება სტამბოლის ქართული სავანის მოამაგეების პავლე და სიმონ ზაზაძეების ხსოვნას.

წიგნს თან ერთვის უნიკალური საარქივო მასალისა და ქართველ მეცნიერთა მუშაობის ამსახველი ფოტო ილუსტრაციები.

ამ თემაზე სასაუბროდ დღევანდელი, 17 იანვრის გადაცემაში მოვიწვიეთ წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ისტორიის დოქტორი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე.